საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მომხდარი ინციდენტის გამო წუხილს გამოთქვამს, რა დროსაც სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მემორიალთან განთავსებულ გვირგვინს სლოვაკეთის რესპუბლიკის ფერებში გაწყობილი ლენტი მოხსნეს.
ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ფაქტს და იმედს გამოთქვამს, რომ ის გაუთვიცნობიერებლად იქნა ჩადენილი.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის და სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს მიმართ, 9 აპრილის მემორიალის გვირგვინით შემკობისა და 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები