ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა შორის ორი საქართველოს მოქალაქეა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს შს სამინისტროში გაკეთდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლიკვიდირებული პირების ვინაობა საქართველოს შსს-მ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე დაასახელა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.
დანარჩენი 5 პირი კი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა ჩრდილოეთ კავკასიიდან. მათგან ერთ-ერთი - ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი დაბადებულია გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და
მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.
დანარჩენი იდენტიფიცირებულები კი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები – 1968 წელს, ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი, ასევე ჩეჩნეთში, 1991 წელს დაბადებული სალამ ზაურბეკოვი, ინგუშეთში 1989 წელს დაბადებული ხაშიევ ჯაბრაილი და გროზნოში 1981 წელს დაბადებული მუსა ადუევი.
მასალის გამოყენების პირობები