პოლიტიკა
ბერსლუსკონის მომავალი: შიდაპატიმრობა ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა
დღეს მილანში სპეციალური კომისია შეიკრიბა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიხდის სასჯელს ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი- სილვიო ბერლუსკონი. გასული წლის აგვისტოში, იტალიის საკასაციო სასამართლომ საბოლოოდ დაადასტურა ადრე გამოტანილი განაჩენი, რომელიც , გადასახადებისგან თავის არიდებისთვის, 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამის შემდეგ, პარტია„წინ, იტალია!”-ს ლიდერი სენატიდან გაირიცხა და მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. ხანდაზმული ასაკის გამო, ბერსლუკონი 77 წლისაა, პატიმრობის ნაცვლად, შესაძლოა მას შიდაპატიმრობა მიუსაჯონ ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა დააკისრონ.
ბერლუსკონისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას, მისი თანაპარტიელები სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები