პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 10 აპრილს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ემიჯნება. ამასთან დაკავშირებით, პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც
რადიო"ათინათი" უცვლელად გთავაზობთ.
"დაუშვებელია საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიის ძალადობრივი მეთოდებით გამოხატვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ჩვენს პრინციპებსა და იმ ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.
ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის მიუღებელია ძალადობა. პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოველთვის ღიად აფიქსირებდა და დღესაც აცხადებს, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სწორედ მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ არჩევნები, ისეთ გარემოში, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის უფლება და კანონის უზენაესობა", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები