სენატორი კრის მერფი საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ მან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ ევროპული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ. ამერიკელი კანონმდებელის შეფასებით, ეს იქნება მკაფიო სიგნალი პუტინისთვის, რომ ის მუქარით და აგრესიით მიზნებს ვერ მიაღწევს.
სენატორმა აშშ-ის ადმინისტრაციას, საქართველოსთვის მაპის მინიჭების გარდა, ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კიდევ ორი რეკომენდაცია გადასცა. მათ შორის აშშ-ის სამხედრო ძალების გაზრდა ევროპაში და რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტა.
სენატორი მერფი არის სენატორთა იმ ჯგუფის წევრი აშშ-ის კონგრესის ორივე პარტიიდან, რომელიც მოუწოდებს ადმინისტრაციას - შეაჩეროს საქმიანი ურთიერთობა რუსეთის შეიარაღების სახელმწიფო სააგენტო "როსობორონექსპორტთან".
მასალის გამოყენების პირობები