Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/10rththrthfdd.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
დავით ნარმანია მინისტრის თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ მინისტრის რანგში გამართულ ბოლო შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, კანდიდატის დასახელების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს აქვს. რაც შეეხება მის მიერ თანამდებობის დატოვებას, ნარმანია განმარტავს, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე მოხდება. „ჩემი ბოლო საჯარო ანგარიში იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა მოახლოვდა ის დრო, როცა თანამდებობა უნდა დავტოვო. თუმცა ამისათვის შესაბამისი პროცედურები არსებობს, რომელთა დაცვითაც ეს ყველაფერი უნდა მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო თარიღი ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს და ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდეს. სწორედ ამის შემდეგ დავტოვებ თანამდებობას. კონკრეტული დღის და საათის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ეს უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ. რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, ნარმანია თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას დამდეგი ორშაბათისთვის აპირებს, იგი აღნიშნავს: „დაველოდოთ ორშაბათს“. შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული, თბილისის მერობის კანდიდატია. საარჩევნო კამპანის მოქმედი კანონმდებლობით, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა უნდა დატოვეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.