ევროინტეგრაციის თვალსაზრისით 2013 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე ამბასადორიალზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 2013 წლიდან დასრულდება ევროკავშირის ასოცირებულ წევრობასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები.
„2013 წლიდან დავასრულებთ ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკებებს, ასევე დასრულდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები. 2013 წლის მეორე ,ნახევრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება ჩვენი მეგობარი, ქვეყანა ლიტვა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ლიტვაში ჩატარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი. ვფიქრობთ, სწორედ ამ სამიტზე საქართველო დაასრულებს მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ შენგენის ქვეყნებში, უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების განხორცილება“, – განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები