საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
სენატორ მაკკეინის განცხადებით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატოს სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სენატორის განცხადებით, აღნიშნული მიზნების მისაღწევად იგი ძალისხმევას არ დაიშურებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები