ყირიმში დღეიდან ყირიმის რესპუბლიკის კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, ნახევარკუნძული რუსეთს ეკუთვნის. ამის შესახებ liga.net იუწყება. ყირიმის სახელმწიფო საბჭოს სპიკერის ვლადიმერ კონსტანტინოვის განცხადებით, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ყირიმი უკრაინის ყველაზე უფლებო ავტონომიიდან რუსეთის ფედერაციის თანაბარუფლებიანი სუბიექტი გახდა.
"ყირიმის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციაში შემავალი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო და რუსეთის თანაბარუფლებიანი სუბიექტია", - ნათქვამია ყირიმის ახალ კონსტიტუციაში.
ამასთან, ყირიმის რუსეთისთვის შეერთებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 მარტს მოაწერა ხელი.
მასალის გამოყენების პირობები