მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით , იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია, გუშინ პარტიის დანარჩენ ლიდერებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან იმყოფებოდა, სადაც გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობდა. საგამოძიებო სამსახურის შენობასთან შეკრებილი იყვნენ როგორც უგულავას მხარდამჭერები, ასევე "ახალგაზრდული ცენტრის" აქტივისტები.
"ეს არის სამწუხაროდ ნაწილი იმ პოლიტიკის, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ერთი მხრივ, რეპრესიები, დაჭერები იმ პოლიტიკური ოპონენტების, ვისი ხმის გაგონება და კრიტიკა ივანიშვილს არ სიამოვნებს და მეორე მხრივ, ორგანიზება ასეთი სამარცხვინო ჯგუფების, რომლებიც დაუსჯელად ცდილობენ ძალადობა ჩაიდინონ. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური დავალებაა დე ფაქტო მმართველის, ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან და მისი მარიონეტის, ღარიბაშვილის მხრიდან, რომ პროკურატურის და სამართალდამცავთა ძირითადი საქმე იყოს არა ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ამ ტიპის ქმედებების ჩადენა და ამ ტიპის მოკრიმინალო ადამიანებთან თანამშრომლობა. მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით. იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები