Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/763DC617-2D98-4BDE-925B-B146834D8DD1_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/763DC617-2D98-4BDE-925B-B146834D8DD1_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/763DC617-2D98-4BDE-925B-B146834D8DD1_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/763DC617-2D98-4BDE-925B-B146834D8DD1_mw1024_n_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
დღეს აქცია "არა კოლაბორაციონიზმს" გაიმართება
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან საზოგადოება "ივერიის" ორგანიზებით, მშვიდობიანი აქცია "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" ჩატარდება. საზოგადოება "ივერიის" განცხადებას რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მძიმე და სახიფათო პერიოდში შედის. ვლადიმერ პუტინმა და მისმა გარემოცვამ, საკუთარი რეჟიმის გადარჩენის მიზნით აამოქმედეს იმპერიის გაფართოების დოქტრინა, რომლის მიზანია, ხელისუფლების მიმართ დაგროვილი სიძულვილი გადაამისამართოს მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე. რუსეთის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგს დამოუკიდებელი საქართველო განიცდის 90-იანი წლების დასაწყისიდან, 2008 წლის აგრესიის ჩათვლით, დღემდე. ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოკლულია ათეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ჩატარებულია ეთნიკური წმენდის რამდენიმე ეტაპი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს პერმანენტული მილიტარიზაცია. რუსეთიდან კარგად დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების ხელმძღვანელები რეგულარულად ჩადიან მოსკოვში, სადაც აწარმოებენ დანაშაულებრივ მოლაპარაკებებს ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებთან საქართველოს პოლიტიკური მომავლის შესახებ. ცალკეული პირები წერილით მიმართავენ პუტინს,მხარს უჭერენ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და გამოთქვამენ წუხილს, რომ აგრესიას არ ჰქონდა უფრო მასშტაბური ხასიათი და არ დასრულდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით. საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხოების და თავისუფალი მომავლის დასაცავად აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოება წინ აღუდგეს კოლაბორაციონისტული ორგანიზაციების ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ საქმიანობას და მოახდინოს მათი მარგინალიზაცია, ხოლო ხელისუფლების მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია და მოვითხოვთ: 1. აამოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე, 310-ე, 311-ე, 315-ე, 317-ე და 319-ე მუხლები; აამოქმედოს საქართველოს ორგანული კანონი საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ და აღკვეთოს აგრესორთან თანამშრომლობაში მყოფი ორგანიზაციების საქმიანობა; 2. შემუშავდეს შესაბამისი ნორმატიული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის და რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნოწმენდის საჯარო უარყოფაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; 3. აიკრძალოს აგრესორი და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლიკის საჯარო გამოყენება; 4. კონტროლზე იქნეს აყვანილი საქართველოს მოქალაქეთათვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; 5. აიკრძალოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სატელევიზიო არხების მაუწყებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.