უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, უკრაინის ახალ ხელისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება.
ამის შესახებ იანუკოვიჩმა რუსეთში, უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებში შექმნილი სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.
მან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს და უშიშროების სამსახურის უფროსს ვალენტინა ნალივაინჩენკოს მიმართა და გააფრთხილა, რომ მათ თავისი ქმედებებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
მანვე უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა, ტურჩინოვის უკანონო ბრძანება არ შეასრულონ.
"უკრაინამ ცალი ფეხი შედგა სამოქალაქო ომში. ამისთვის ახალი ხელისუფლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება", - განაცხადა იანუკოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, ქვეყნის აღმოსავლეთ ქალაქებში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია გუშინ დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები