თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა კოჰაბიტაციის რთულ პერიოდში ერთობლივად გატარებული აქტიური მუშაობისთვის და იმედი გამოთქვა,რომ თანამშრომლობა გაგრძელდება,როგორც დედაქალაქის მერიასთან, ისე სხვა სტრუქტურებთან.
დავით ნარმანიამ კომენტარი მის შემცვლელზეც გააკეთა და ელგუჯა ხოკრიშვილს წარმატება უსურვა.
თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, საჭიროა შესრულდეს უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გატარებული რეფორმის შედეგად ვირჩევთ მერებსა და გამგებლებს. გარდა ამისა, ცალკეული რეგიონებისთვის მომზადებულია სტრატეგია. ნარმანია მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმა რამდენიმეწლიანი პროცესია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. უკვე ყოფილმა მინისტრმა პირადი ნივთები ჩაალაგა და პროექტ „მოხეტიალე წიგნების“- სთვის საკუთარი ბიბლიოთეკიდან წიგნებიც შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები