ადვოკატი რომეო საჯაია ე.წ. მატროსოვის ციხეში 14 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფ ალექსანდრე გორგაძესთან იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან შეიჭრა პროკურორი დავით ძნელაშვილი და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მისივე ინფორმაციით, ძნელაშვილი მათ აგრესიულად ელაპარაკებოდა და ინტერესდებოდა, თუ რატომ უწოდებნენ მას მწამებელს.პროკურორი ოთახში დაუკითხავად შეიჭრა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფლებისა და მხარდაჭერის“ ცენტრის ხელმძღანელმა ანი ნადარეიშვილმა ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომ #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში (ე.წ. მატროსოვის ციხეში) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსან ოლეგ მელნიკოვთან ინციდენტი მოხდა.
"ოლეგ მელნიკოვთან მატროსოვზე შესულია შალვა თათუხაშვილის მკვლელი ძნელაშვილი, რაღაც ინციდენტი მოხდა შიგნით!!!“- წერდა ანი ნადარეიშვილი ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები