Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/NewParliamentChamber-Kutaisi-May26_632.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას დაჯარიმებული კომპანიები ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან
კომპანიები, რომელთაც სახელმწიფო მნიშვნელობის – ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული , დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში" განხორცილებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ის "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. საქმე ეხება ჯარიმებს, როცა კომპანია მშენებლობისთვის დადგენილ ფარგლებს გასცდა, ან ჯარიმა მას სანებართვო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის" მიხედვით, ეს ჯარიმები ერთჯერადი არ არის - ერთხელ დაჯარიმებული სუბიექტი, თუ დაშვებულ შეცდომას არ გამოასწორდებს, სახელმწიფოს შეუძლია ის სამჯერ, სამმაგი ოდენობით დააჯარიმოს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, დაჯარიმებული კომპანია მიმართავს სახელმწიფოს – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღწერს რა მიზეზების გამო მოხდა პირობების დარღვევა, ან საზღვებს იქით გასვლა და თუ სამინისტრო მიიჩნევს, რომ მისი მიმართვა მართებული და მისაღებია, მიმართავს მთავრობას. ამასთან, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პირობაა, რომ მას პირველადი ჯარიმა გადახდილი უნდა ჰქონდეს. კომპანიის ჯარიმისგან გათავისუფლების უფლებამოსილება მთავრობას გააჩნია. "სახელმწიფო კომპანიებს სამმაგი ოდენობით, სამჯერ აჯარიმებდა, რაც ჯამში საკმაოდ დიდ თანხას აღწევდა. მაგალითად, როცა პირველადი ჯარიმა იყო 10-ათასი ლარი, შემდეგ ეკისრებოდა სამჯერ გასამმაგებული ოდენობა, რაც თითქმის 100-ათასს ლარს აღწევდა",-აცხადებს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, დეპუტატი თამაზ ავდალიანი. ე.წ. მეხუთე კლასისთვის მიკუთვნებული მშენებლობებში ითვლება სახელმწიფო მნიშვნელობის გზები,ხიდები და გვირაბები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.