ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მზად არიან საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულება დაჩქარებულ ვადებში გაფორმდეს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უკრაინის თაობაზე ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში.
ევროკავშირი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მოლდოვასთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართ და ელის ასოცირების შეთანხმებაზე დაჩქარებულ ხელის მოწერას, რაც გულისხმობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა. ამგვარი ასოცირება და ინტეგრაცია სრულად შეესაბამება საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის ურთიერთობებს ყველა თავის პარტნიორთან,`- ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები