რუსმა სამხედროებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.
დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც, ისინი რუსმა სამხედროებმა აიყვანეს.
რუსი სამხედროების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მასალის გამოყენების პირობები