სოფელ აძვში ჟურნალისტების დაკავება იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც დღეს ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი პრაღაში ისაუბრებენ. ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გუშინვე შეეცადა დაკავშირებოდა რუსეთის საგარეო უწყების წარმოამდგენელს, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
აბაშიძის თქმით, ქართული მხარე შეეცდება გაარკვიოს როგორ უყურებს მეზობელი ქვეყანა ქართულ–რუსული ურთიერთობების მომავალს.
დღეს პრაღის რიგით მე-6 შეხვერა გაიმართება. აქამდე დაგეგმილი ორი შეხვედრა კი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ამ გარემოების გათავალისწინებით არ არის გამორიცხული დღის წესრიგი და განსახილველი საკითხებიც შეიცვალოს.
მასალის გამოყენების პირობები