TV3-ის გადამღები ჯგუფის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები და ომბუდსმენი სპეციალურ განცხადებებს აქვეყნებენ. ისინი მიმართავენ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, იზრუნონ ტელეკომპანიის წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.
ქარტიის წევრები ასევე მიმართავენ ცხინვალელ კოლეგებს, დაინტერესდნენ შექმნილი ვითარებით. ომბუდსმენის განცხადებით კი, ჟურნალისტთა თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ბახო ლეკიაშვილი და ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი სოფელ აძვში ოკუპანტებმა გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები