საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჟურნალისტების დაკავებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული.
,,მინდა გამოვეხმაურო ჟურნალისტების საკითხს, რომელიც გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და შემდეგ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. რაც მთავარია, განწყობა იმედიანია. როგორც ვიცით, დაკავებულები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის შესაძლებლობებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ დღეებში როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ყველამ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები