ხურჩის ტერაქტის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროკურორების თქმით, მოწმეები მალხაზ მურღულიას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებას დაადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულმა მურღულიამ სასამართლოს წინაშე დაადასტურა, რომ 2008 წლის 21 მაისს ხურჩაში ავტობუსები, შუნაგან საქმეთა სამინისტრის თანამშრომლებთან ერთად, რომან შამათავას დავალებით ააფეთქა.
მასალის გამოყენების პირობები