"ქართული ოცნების" საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განცხადება უახლოეს მომავალში გაკეთდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.
დავით ნარმანია არ აკონკრეტებს, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. ნარმანია,ასევე არც იმას აკონკრეტებს იქნება თუ არა სიაში თბილისის საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი.
"სიასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. ჯერ არის დრო იმისთვის, რომ დაზუსტებული სიები იქნას წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში გაკეთდება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები