გადამღები ჯგუფის წევრები – ბელა ზაქაიძე, ვახო ლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოსთან გადმოსცეს, სადაც მათ ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ახლობლები დახვდნენ.
მანამდე დაკავებულები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული, როდესაც ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულებს გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, ჰპირდებიან, რომ უკვე დღეს გაათავისუფლებდენ.
მასალის გამოყენების პირობები