ამერიკის დემოკატიული ინსტიტუის NDI-ს კვლევებით, პარტიის მხარდაჭერის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობა" 37 პროცენტით ლიდერობს.
როგორც "ქორთიარდ მარიოტში" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაციაზე NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს იმ რესპოდენტების პირველი არჩევანი ვინც განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 37%; კოალიცია "ქართული ოცნება" - 12%, "ქდმ" - 3%; არ ვიცი- 22%, არც ერთს - 3%; სხვა ოპოზიციურ პარტიებს - 2%; პასუხზე უარი თქვა 21%-მა.
ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილის პრეზენტაცია გამართა. პირველი ნაწილის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს სახით გამოიკითხა 2038 რესპონდენტი.
კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (Sida) დააფინანსა.
მასალის გამოყენების პირობები