ცესკო-ს თავმჯდომერის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ. ხარატიშვილის თქმით, საარჩევნო უბნები ყველგან, გარდა რუსეთისა, არის გახსნილი, სადაც წინა არჩევნებზეც იყო.
"ერთადერთი გამონაკლისი ამ შემთხვევაში არის რუსეთი, რომელიც იმ სიაში, რომელიც საქართველოს საგარეო სამინისტრომ გადმოგვცა თუ სად შეიძლება უბნების გახსხნა - რუსეთი არ იყო. რუსეთში ცოტა სხვა ტექნიკური პრობლემები არსებობს", - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უპრობლემოდ შეუძლიათ, ამისათვის საჭიროა მათ გაიარონ არა საკონსულო აღრიცხვა, არამედ საკონსულო რეგისტრაცია.
მასალის გამოყენების პირობები