პოლიტიკა
სოხუმი ‘’უცხოელ“ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართის შეძენის უფლებას მისცემს
ამჟამად მუშავდება კანონი, რომელიც „უცხოელებს" აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას მისცემს, განაცხადა ალექსანდრე ანქვაბმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. " ჩვენ არ შეგვიძლია უარვყოთ, ის რაც აშკარაა: სახელმწიფოს ზურგს უკან საცხოვრებელი ფართის ყიდვა–გაყიდვის უკვე ორი ათასზე მეტი გარიგება შედგა, მათ შორის კრიმინალური ხასიათის. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ „ შავი ბაზრის“ ლიკვიდირება მოვახდინოთ და ამავე დროს, სარგებელი მივიღოთ",- განუცხადა ანქვაბმა ჟურნალისტებს, სოხუმში ჩატარებული მესამე რუსულ –აფხაზური ჰუმანიტარული ფორუმის შემდეგ.
კითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა ახალი კანონპროექტი სხვა ქვყნების გამოცდილებას ,ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისა და ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით, ანქვაბმა უპასუხა: " რა თქმა უნდა დამცავი მექანიზმები იქნება გათვალისწინებული. ამ მიზნით, პირველადი საცხოვრებელი ფართების შეძენას. ჩვენ მოქალაქეობის მინიჭების გარეშე ვთავაზობთ მსურველებს. ამ გზით, რუსეთის მოქალაქე კანონიერ საფუძველზე შეძლებს შეიძინოს საცხოვრებელი ფართი, გახდეს მისი მფლობელი და განმკარგავი, თუმცა მასზე არ გავრცელდება სხვა უფლებები და მოვალეობები, რაც აფხაზეთის მოქალაქეს აქვს ", - განაცხადა ანქვაბმა. " დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოქალაქეების მიერ საცხოვრებელი ფართის შეძენის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები არ დაირღვევა. სხვა საქმეა - მიწის საკითხი. ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, ამიტომ, აფხაზეთის მიწა საქონელს არ მიეკუთვნება, მას არათუ სხვა ქვეყნის, აფხაზეთის მოაქალაქეებიც ვერ შეიძენენ.მიწის მხოლოდ იჯარით აღებაა ნებადართული, ესეც ერთ-ერთი დამცავი მექანიზმია", - დაასკვნა ალექსანდრე ანქვაბმა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები