Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/Barack-Obama-discusses-his-plans-and-ambitions-for-NASA.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ბარაქ ობამა - რუსეთი ჩვენთან სამხედრო კონფრონტაციით დაინტერესებული არ არის
რუსეთის შემდგომ ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება უკრაინის დესტაბილიზაციისკენ, შედეგები მოჰყვება აშშ-ისა და ევროპის მხრიდან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისა და სუვერენიტეტის დარღვევისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს, ამას შედეგები ექნება. სანქციების მოქმედებები უკვე სახეზეა, რამეთუ მათ შეასუსტეს რუსეთის ეკონომიკა, აღინიშნება ქვეყნიდან კაპიტალების გადინება. ბატონი პუტინის გადაწყვეტილებები ცუდად აისახება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში მას ცუდი გავლენა ექნება რუსეთზე", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ამასთან, ტელეკომპანია CBS-სთან საუბრისას ბარაქ ომამა განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით მოქმედ უკანონო ფორმირებებს. "აბსოლუტურად ცხადია, რომ რუსეთმა დაარღვია უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გასულ თვეს ყირიმის ანექსიით, ახლა კი რუსეთი აგრძელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო ფორმირებების მხარდაჭერას", - განაცხადა ბარაქ ობამამ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული სამხედრო კონფლიქტში მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა და იმისა, რომ გასულ კვირას რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შავი ზღვის დასავლეთით მყოფ ამერიკული ხომალდთან ახლოს მანევრირებმა მოახდინა. "რუსეთი არ არის დაინტერესებული ჩვენთან სამხედრო კონფრონტაციით. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ გვჭირდება იმის აღიარება, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც უკრაინაა, შეუძლიათ მეზობლებთან ურთიერთობა და არც რუსეთი და არც აშშ, ან ვინმე სხვა უნდა იღებდეს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.