თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ე.წ. 7 სპეცრაზმელის სამქეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები გაამართლა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაჩო ახალაია, რობერტ სუთიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევი, მამუკა აბაშიძე, დავით ვეკუა, დავით ჩუბინიძე და დავით გიორგაძე წარდგენილ ბრალდებაში გამართლდნენ.
ამასთან, იმ ბრალდებულებს, რომელთაც აღმკვეთ ღონისძიებად გირაო ჰქონდათ შეფარდებული, გირაოს თანხა ერთი თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეთ.
ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმე ბაჩო ახალაიას შს მინისტრობის პერიოდს ეხება. მას თავდაცვისა და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბრალად ედებოდა 7 სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო წამების ორგანიზება, თუმცა საქალაქო სასამართლომ 8-ვე პირი გასული წლის 31 ოქტომბერს გაამართლა. სწორედ აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი ჰქონდა პროკურატურას გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები