თბილისის მთავრობამ "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქში პლაკატების გაკვრის წესი განსაზღვრა.
თბილისის მერიის ცნობით, გამოყოფილია ადგილები, სადაც სპეციალურად დამონტაჟებული სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეეძლება.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრას, "საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად, გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. თბილისის მთავრობამ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც პლაკატების განთავსება იკრძალება (ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები).
გარდა საკანონმდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით.
მასალის გამოყენების პირობები