უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა უკრაინაში რუსეთის მოქალაქეების შესვლა შეზღუდა, რაც ქვეყანაში ტერაქტების საფრთხეს უკავშირდება. ამის შესახებ "უნიანს" სასაზღვრო სამსახურის თავმჯდომარის თანაშემწემ სერგეი ასტახოვმა განუცხადა.
მისი თქმით, რუსული "აეროფლოტის" მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ბოლომდე სინამდვილეს არ შეესაბამება და არ არსებობს მოქალაქეთა კატეგორიების მიხედვით აკრძალვები.
"არსებობს გარკვეული სახის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების საფრთხე არსებობს. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ხორციელდება გარკვეული მოქალაქეების შემოშვების აკრძალვასთან დაკავშირებით", – აღნიშნა ასტახოვმა.
მისი განმარტებით, იმ ადამიანებს გაატარებენ საზღვარზე, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათი უკრაინაში შესვლა აუცილებელია და ამისთვის შესაბამისი საბუთებიც ექნებათ.
"აეროფლოტმა" გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 16-დან 60 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის რუსეთის მოქალაქეების შესვლა იკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები