ნატო თავისი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების თავდაცვის აქტივიზაციის მიზნით, ბალტიის ზღვაში ხუთ სამხედრო ხომალდს გააგზავნის.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს განცხადებაშია ნათქვამი.
სწრაფი რეაგირების საზღვაო ჯგუფი ნორვეგიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ესტონეთის ხომალდებისგან შედგება.
რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი კრიზისის პასუხად ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთის საზღვრებზე პატრულირებას გააძლიერებს. მისივე თქმით, პატრულირება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გზებით მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები