პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ ცოლს ხელს სთხოვენ
ნოვოსიბირსკელმა პენსიონერმა, იური ბაბინმა, „კაპიკის მილიონერად“ ცნობილმა, განაცხადა, რომ სურს ხელი სთხოვოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდნეტის ყოფილი მეუღლეს, ლუდმილა პუტინას. ხუთშაბათს, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ტრადიციული გამოსვლისას, კითხვაზე, თუ როდის იხილავს რუსეთი ახალ პირველ ლედის, პუტინმა უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი უნდა გაათხოვოს. „მე 2008 წლიდან თავისუფალი ვარ და მზად ვარ ხელი ვთხოვო ლუდმილა პუტინას... იმედი მაქვს, ოცნება ამისრულდება“,- თქვა ბაბინმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის პუტინის ასაკისაა.
იური ბაბინს „კაპიკის მილიონერი“ მაშინ შეარქვეს, როდესაც 2012 წლის დეკემბერში, მან გასაყიდად ერთკაპიკიანი მონეტები გამოიტანა. ხუთი მილიონი კაპიკი, რომელიც 7,5 ტონას იწონიდა, მან 19,9 მილიონ რუბლად შეაფასა. ასევე ბაბინი ცნობილია იმით, რომ მან ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს, ედვარდ სნოუდენს, თავის კოტეჯში ხუთი ოთახი შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინიმა და მისმა მეუღლემ ლუდმილა პუტინამ, 30 წლის თანაცხოვრების შემდეგ, გაყრის შესახებ გასული წლის ივნისში განაცხადეს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები