Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/20140412185849201403241704130.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ადვოკატები ემზარ კვიციანის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ
მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ემზარ კვიციანს პატიმრობა 1 თვით გაუხანგრძლივდა, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. ამის შესახებ განცხადება წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ემზარ კვიციანის ადვოკატმა კობა კობახიძემ გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკანონობაა, რომ დეპუტატების მიერ მთავარი პროკურორის სახელზე დაწერილ შუამდგომლობის წერილს, გიორგი ბადაშვილი არ გასცნობია. "ჩვენი შუამდგომლობა იყო 35 პარლამენტარის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომლებიც შუამდგომლობდნენ თავდებზე, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მაგრამ მთავარი აქ იყო ის, რომ წერილი მთავარი პროკურორის, ბადაშვილის სახელზე იყო დაწერილი. ბადაშვილს ეს წერილი არც გასცნობია. ქვემდებარე პროკურორმა ბადაშვილის მაგივრად გასცა პასუხი, რომ იგი ისევ უჭერს მხარს ძველ შუამდგომლობას, ანუ პატიმრობის გაგრძელებას. ქვემდგომმა პროკურორმა ზემდგომის გარეშე გადაწყვიტა აღმკვეთი ღონისძიების გაგრძელების საკითხი. ეს არის დიდი უკანონობა და ჩვენ სააპელაციო სასამართლოში ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ 48 საათის განმავლობაში", - განაცხადა კობა კობახიძემ. პროკურორ თენგიზ ხარებავას განცხადებით კი, მოსამართლემ გაითვალისწინა შუამდგომლობაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.რაც შეეხება იმ საკითხს, ბადაშვილი იცნობს თუ არა წერილს, რომლითაც დეპუტატებმა მთავარ პროკურორს მიმართეს, ხარებავამ აღნიშნა, რომ წერილი ადრესატამდე არ მისულა. "მე არ მავალდებულებს კანონმდებლობა, ჩემს მიერ შემოტანილი შუამდგომლობის საკითხები შემდგომ ისევ ვიღაცას შევუთანხმო", - განაცხადა თენგიზ ხარებავამ. დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ემზარ კვიციანს პატიმრობის ვადა ერთი თვით, 28 მაისამდე გაუგრძელა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.