ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე თვეა, მელიაა შეპარული, რომლის დაჭერაც ვერ ხერხდება. მას ვერც საუდუმლო სამსახურის აგენტები იჭერენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხოველი თეთრი სახლის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შეიპარა, როდესაც ქვეყანაში საბიუჯეტო კრიზისი დაიწყო, რის გამოც ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა. მელიამ თეთრი სახლის დაცვას ბევრჯერ დაუფრთხო სიმშვიდე, ერთხელ კი მიშელ ობამას ბოსტანიც დააზიანა.
მედიის ცნობით, ერთხელ მელიის კუდი პრეზიდენტმა ობამამ ოვალური დარბაზის ფანჯრიდან შეამჩნია.
თეთრი სახლის ტერიტორია 7,3 ჰექტარს შეადგენს. ვაშინგტონის პარკების მსგავსად, ციყვებთან ერთად იქ დროდადრო ჩნდებიან სხვა ცხოველებიც. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს ტბორიდან ენოტები თევზებს იპარავდნენ. ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს კი, ტერიტორიაზე რამდენიმე ირემიც კი შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები