კოალიცია "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა.
მერობის კანდიდატი დევნილების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
დავით ნარმანიას თქმით, მისთვის ძალიან ახლო და მტკივნეულია ის პრობლემები, რომელიც დევნილებს 20 წელზე მეტია აწუხებს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმუმს გააკეთებს ამ პრობლემების შესამცირებლად.
"ჩვენ ვიზრუნებთ, რომ უმოკლეს დროში დასრულდეს თქვენთვის ფართების დაკანონების პროცესი, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, კეთილმოეწყოს ეზოები. თქვენი აქტიურობითა და ჩართულობით, ჩვენ ყველა პრობლემას ერთად მოვაგვარებთ, ერთად ვიზრუნებთ ჩვენს დედაქალაქზე, რადგან თბილისი ყველა ჩვენგანის ქალაქია", - აცხადებს დავით ნარმანია.
მასალის გამოყენების პირობები