ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. რადიო "თავისუფლების" ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მთავარი შეხვედრები დღეს გაიმართება.
მხარეები უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებენ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაზე კიევის მიმართ, რეფორმების გატარების, კორუფციასთან ბრძოლისა და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პროცესში.
მასალის გამოყენების პირობები