აგვისტოს ომის შესახებ კვლევა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თვის ბოლოს წარედგინება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"თვის ბოლომდე ჩვენ ველოდებით, რომ გენშტაბის მიერ წარმოდგენილი იქნება ეს კვლევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის გამოძიება. შემდეგ უკვე გავაცნობთ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასაც. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევისწავლოთ ყველა შეცდომა, წარმატება და ეს გახდეს ჩვენი თავდაცვის დოქტრინის კიდევ ერთხელ გაუმჯობესების საფუძველი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები