Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dariali-004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dariali-004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dariali-004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/dariali-004.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პრემიერი ხუდონჰესის პროექტის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ პროექტის სარგებელი ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვნად გადაწონის მის უარყოფით ზემოქმედებას. პრემიერმა განაცხადა, რომ ჰუდონჰესის სადავო პროექტი არის ის, რაც „გასაკეთებელია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, რადგანაც „ეს არის უმნიშნელოვანესი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის და ენერგო უსაფრთხოების მისაღწევად“. 700 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება სვანეთის რეგიონში დაახლოებით 200 მეტრის კაშხლის მშენებლობას მოიცავს მდინარე ენგურზე. პროექტის განხორციელება პირველად 80–იან წლებში დაიწყო, თუმცა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების გამო მშენებლობა შეწყდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. პროექტი ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა, რომელმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ გააფორმა კონტრაქტი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების უფლებით. მოქმედმა ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი პროექტს, თუმცა მას გარემოსდამცველი ორგანიზაციების და პროექტის უშუალო გავლენის ქვეშ მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა შეხვდა. კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ ინფორმაციით, პროექტის შედეგად დაიტბორება სოფელი ხაიში და კიდევ შვიდი სოფელი, რასაც დაახლოებით 200 ოჯახის გადასახლება დასჭირდება. „ჩვენ უნდა დავუმტკიცოთ ამ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული განცდა იმისა, რომ იქ რაღაც დაზიანდება, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ეს უამრავ სარგებელს მოუტანს თითოეულ ოჯახს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. „თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე კითხვები, ჩვენ უნდა ავუხსნათ... მე ვიცი, რომ ამ მიმართულებით გრძელდება ინტენსიური მუშაობა, ამ ოჯახებთან მიდის მუშაობა, რომ ყველა ეს კითხვა მოიხსნას. რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთს არაფერს არ გავაკეთებთ, რომ რაღაც ზიანი მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, ან გარემოს“, – განაცხადა მან. „რაღაც დაზიანდება, ბუნებრივია, მაგრამ ყველაფერი საპირწონე და შედარებითია – რაღაცის გაფუჭებით ძალიან ბევრი კარგი რამ შეიქმნება, რომელიც მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა ჩვენი პირადი ინტერესებიდან. მე მესმის, რომ მათთვის (ადგილობრივი მოსახლეობისთვის) ძალიან მტკივნეულია (გადასახლება). მე არ გამოვრიცხავ, რომ იგივე რეაქცია არ მექნებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ასევე დასძინა, რომ ადგილობრივებს „დიდ კომპენსაციებს“ და „გვერდზე სოფლებში დასახლებას“ სთავაზობენ, ასევე „ყველა პირობით მოწყობას, რაც მათ ახლა არ აქვთ“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.