რუსეთში აშშ-ის ელჩად ჯონ ტეფტის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოფიციალურად ეს საბოლოოდ დადასტურებული არ არის, თუმცა თეთრი სახლი ემზადება რუსეთში შეერთებული შტატების შემდგომ ელჩად ჯონ ტეფტის კანდიდატურის დასახელებისთვის.
"ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ ვაშინგტონი კრემლის მიმართ პოლიტიკას ცვლის და რამდენიმე თვის წინ, როდესაც ელჩის კანდიდატურის ძიება დაიწყო, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებდნენ ტეფტის გაგზავნას მოსკოვში იმის გამო, რომ მისი დიპლომატიური გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რაც ხშირად მოსკოვის გავლენის შემცირების მცდელობაში გამოიხატებოდა, რუსეთს გააღიზიანებღა. თუმცა, ახლა სახელმწიფო მოხელეები აცხადებენ, რომ კრემლის წყენინებისგან თავშეკავების არანაირი სურვილი არ არსებობს.
ჯონ ტეფტი სხვადასხვა დროს უკრაინაში, საქართველოსა და ლიტვაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო.
მასალის გამოყენების პირობები