24-25 აპრილს პრაღაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საიუბილეო სამიტი გაიმართება.
რიგგარეშე სამიტში, რომელიც 5 წლის იუბილის აღსანიშნავად იმართება, ევროკავშირის ინსტიტუტის წარმომადგენლები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტზე ასევე იქნებიან წარმოდგენილნი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნის ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომლის მიზანია “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ფარგლებში მიღწეული პროგრესის შეფასება და სამომავლო განვითარების გზების დასახვა. კონფერენციაზე დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და “აღმოსავლეთის პარტნიორობის” წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მასალის გამოყენების პირობები