უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო დონეცკში,პრორუს სეპარატისტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარტია "ბატკივშინას" პრესსამსახურის ცნობით, იულია ტიმოშენკომ სეპარატისტებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა დონეცკის ოლქში ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლების თაობაზე. თუმცა, რაიმე კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევია.
ამასთან, გასულ კვირას უკრაინის ყოფილმა პრემიერმა დონეცკში სეპარატისტების ორ დაჯგუფებასთან გამართა მოლაპარაკება.
მასალის გამოყენების პირობები