Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2014/04/analytics_89.jpeg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვევიან
საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ლორენ ფაბიუსი და ფრანკ–ვალტერ  შტაინმაიერი, 23–25 აპრილს სამ  ქვეყანაში მათი ერთობლივი ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს მოლდოვასა და ტუნისში ვიზიტს, თბილისს ესტუმრებიან. ორი საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ერთობლივ ვიზიტს მოლდოვასა და საქართველოში მარტში გეგმავდა, თუმცა მაშინ ეს ვიზიტი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ეს პირველი ერთობლივი ვიზიტი ასახავს ჩვენს საერთო განზრახვას, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ევროპული სამეზობლო იყოს სტაბილურობის, კეთილდღეობის და უსაფრთხოების რეგიონი. ამ სამ ქვეყანაში ორი მინისტრი პოლიტიკურ დისკუსიებს გამართავს ხელისუფლებასთან, ასევე ძირითადი პარტიების წარმომადგენლებთან“. „ვიზიტი მოლდოვასა და საქართველოში იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, არა უგვიანეს ივნისისა, ევროკავშირსა და ამ ორ ქვეყანას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერას“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 24 აპრილს თავიანთ ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა 22 აპრილს, რომ საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის და ასევე სექტემბერში ნატოს უელსის სამიტის წინ. „ეს ვიზიტი კიდევ ერთი მხარდაჭერა გახლავთ იმ კურსისა და იმ გეზისა, რომელიც საქართველოს ძალიან მტკიცედ აქვს აღებული და ეს გახლავთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, – განაცხადა ზალკალიანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.