საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორან ფაბიუსს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა ხვდება.
საგარეო უწყებაში შეხვედრა პირისპირ ფორმატში იმართება, ამის შემდეგ დაგეგმილია გაფართოებული ფორმატის შეხვედრა. შემდეგ კი, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და ლორან ფაბიუსმა პირველი შეხვედრა დღეს გიორგი მარგველაშვილთან უკვე გამართეს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში წუხელ ჩამოვიდნენ.
მასალის გამოყენების პირობები