დონეცკის ოლქის ქალაქ არტემოვსკში უკრაინელ სამხედროებსა და შეიარაღებულ ექსტრემისტებს შორის შეტაკება მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმა მოიგერიეს, რომლებიც წუხელ, გვიან ღამით, იარაღის საწყობს თავს დაესხნენ.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, იარაღის საწყობზე შეტევა რამდენიმე ათეულმა ექსტრემისტმა მიიტანა, რომლებიც ავტომატებითა და ყუმბარმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებული.
ამასთან, ტიმჩუკის ცნობით, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი.
http://www.unian.net/
მასალის გამოყენების პირობები