საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თავის კოლეგას, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ისრაელსა და საქართველოს შორის ახლახან დაწესებულ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.
ალექსანდრე ჭიკაიძემ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. მხარეებმა ასევე დაადასტურეს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, საარი საქართველოს პრემიერ მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, მთავრობის წარმომადგენლებსა და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები