სტატია
გენდერული დეზინფორმაციის გავლენა ევროინტეგრაციის პროცესებზე
გენდერული დეზინფორმაცია არის ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ამბავი, რომელიც გენდერსა და იდენტობაზეა დაფუძნებული.

ხშირ შემთხვევაში, ის მიმართულია ქალების წინააღმდეგ, გენდერული სტერეოტიპების, მიზოგინიის საშუალებით, საზოგადოებაში მათი შესაძლებლობების დაკნინების და მათ მიმართ უნდობლობის გაღვივების მიზნით.

ისევე, როგორც სხვა ტიპის დეზინფორმაცია, გენდერული დეზინფორმაცია ვრცელდება როგორც სოციალური, ასევე ტრადიციული მედიის საშუალებით.

ამ ტიპის დეზინფორმაციის ადრესატები, ძირითადად, არიან საჯაროდ აქტიური ქალები - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები.

ყალბი ახალი ამბები, დეზინფორმაციული ვებგვერდები, გენდერულად მოტივირებული კამპანიები, მრავალმხრივ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე, აძლიერებენ გენდერულ უთანასწორობას და აღრმავებენ სტერეოტიპებს.

გენდერული დეზინფორმაციის ერთ - ერთი ნაწილია სექსისტური სიძულვილის ენის გამოყენებაც, რომელიც ეფუძნება ქალის გენდერს, ეროვნულ კუთვნილებას, რელიგიურ კუთვნილებას, რასას და მიმართულია ქალებს გაჩუმებისა და მათი საჯარო სივრციდან განდევნისკენ.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) მიერ 2023 წელს (1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩავთვლით) ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ სექსისტური და ჰომოფობიური ხასიათის კომენტარების და პოსტების უმრავლესობა, პოლიტიკურად ტურბულენტურ ვითარებას უკავშირდება და მათი გამოხატვა მკვეთრად გაიზარდა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს, პრაიდის კვირეულის დროს და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

„სექსისტური და ჰომოფობიურ ხასიათის 5695 კომენტარიდან/პოსტიდან უმრავლესობა (3915) ტრადიციულ მედიაში გამოვლინდა. ჰომოფობიური შინაარსსა (48%) და სექსისტურ სიძულვილის ენას, გენდერულ სტერეოტიპებს (43%) შორის მხოლოდ მცირე სხვაობა იყო, ხოლო ერთდროულად, როგორც სექსისტური, ისე ჰომოფობიური ხასიათის შინაარსი მხოლოდ 9% იყო“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

აღნიშნულ პერიოდში, სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები მიმართული იყო საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსების და ქალი აქტივისტების წინააღმდეგ, სექსისტური სიძულვილის ენის ერთ - ერთი სამიზნე ასევე გახდა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი.

აქვე აღნიშნულია, რომ ყველაზე მეტი შემთხვევა „მორალური კრიტერიუმებით თავდასხმას „მრუშობით შერცხვენას“ უკავშირდებოდა. კვლევის თანახმად, ტრადიციულ მედიაში სჭარბობდა ანტიფემინისტური და მიზოგინიური შინაარსის განცხადებები, ასევე ფემინიზმი წარმოჩენილი იყო, როგორც დასავლეთიდან თავსმოხვეული მოვლენა.

„გენდერული სტერეოტიპები ამკვიდრებდა აზრს, რომ ქალები ისტერიულები, სექსუალურად დაუკმაყოფილებლები არიან, პოლიტიკოსი ქალების ქცევა გაუწონასწორებელია, ქალის ნდობა არ შეიძლება და საქმე კაცთან უნდა დაიჭირო, ქართველი ქალის ადგილი კი ოჯახშია“, - ვკითხულობთ კვლევაში.

ფაქტების გადამოწმების პლატფორმის „მითების დეტექტორის“ თანახმად, 2023 წელს გენდერული დეზინფორმაციის გასავრცელებლად ყველაზე ხშირად ვიზუალური მანიპულაცია გამოიყენებოდა (54,8%), რაც ფოტოფაბრიკაციის/მანიპულაციის 22 შემთხვევას და ვიდეომანიპულაციის/ფაბრიკაციის 12 შემთხვევას აერთიანებს.
დეზინფორმაციის არავიზუალური ფორმების გამოყენებას 21 შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, მანიპულაციის – 3, ხოლო გაყალბებული ციტატის – 2 შემთხვევაში.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ კომუნიკაციების გუნდის წევრი, გვანცა სანაია ამბობს, რომ დეზინფორმაცია არ არის რომელიმე ცალკეული ქვეყნის ფენომენი და ის გლობალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც ძლიერდება დემოკრატიის უკანდახევის ფონზე.

„საქართველოშიც ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად იყენებენ მას , მათი მთავარი მოტივია პოპულისტური განცხადებები, კონსერვატიული მოწოდებები, რომ „ქართველობას გვართმევენ“ ან სხვა შინაარსის მსგავსი რიტორიკა, ჩვენ ვხედავთ, რომ აქტიურად გამოიყენება ხოლმე სექსისტური სიძულვილის ენა, რომელიც, ფაქტობრივად, ძალადობის ერთ - ერთ ფორმას წარმოადგენს“, - ამბობს ის.

თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ხშირ შემთხვევაში, გენდერული დეზინფორმაცია ანტიდასავლურ ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ქალთა უფლებებს, თანასწორობის იდეას, შესაბამისად, შესაბამისად, მას შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე:

„ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის, ერთ - ერთი მთავარი არის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, რომელიც მიღწეულადაც კი ჩაითვალა, მაგრამ, ვიცით, რომ დღეს სხვა რეალობაში ვართ, სხვა რეალობაა სახეზე, გენდერული დეზინფორმაციაც , სტერეოტიპებიც, სექსისტური ენით ეჭვქვეშ აყენებს თანასწორობას, ძირს უთხრის ქალების ფუნდამენტურ უფლებებს, და თავისთავად, თანასწორობის პრინციპი კი არის დემოკრატიის ერთ - ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი“, - აღნიშნავს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი.

მისივე განმარტებით, ამ კონტექსტში გენდერული დეზინფორმაცია ფაქტობრივად გვაფერხებს ევროინტეგრაციის გზაზე, უგულებელყოფს გენდერს და გენდერულ თანასწორობას, როგორც აღიარებულად მნიშვნელოვან საკითხს და ამ კონტექსტში არის დამაზიანებელი.

ისევე, როგორც სხვა ტიპის დეზინფორმაციის შემთხვევაში, ამ აუცილებელია ფაქტების გადამოწმება, დეზინფორმაციულ კამპანიებზე რეაგირება, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კრიტიკული აზროვნების, ანალიზის უნარის განვითარება, რათა მოქალაქეები თავად არ ჩაერთონ გენდერული დეზინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებაში.

სტატია მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მას ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ წარმოადგენდეს დონორის მოსაზრებებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.