ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში 128 757 ამომრჩეველია რეგისტრირებული. როგორც ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ფიფიამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა: „ოლქში დევნილებისთვს სპეციალური უბნები გამოყოფილი არ არის. ისინი ჩვეულებრივად ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმ საარჩევნო უბანში შეძლებენ ხმის მიცემას ,სადაც რეგისტრირებულნი იქნებიან“-განაცხადა ფიფიამ.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც უმისამართოდ ითვლებიან 3 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილია. უმისამართოდ ითვლება ის ამომრჩეველი,რომელსაც პირადობის დამადასტურებელ ან დევნილის მოწმობაში საცხოვრებელი ადგილის გრაფაში „ზუგდიდი მისამართის გარეშე“ უწერია.
გიორგი ფიფიამ რადიო „ათინათის“ საშუალებით ამომრჩველს მოუწოდა, რომ აუცილებლად გადაამოწმონ საკუთარი თავი საარჩევნო სიებში.იმ შემთხვევაში თუ ისინი არ აღმოჩნედებიან სიაში,წარადგენენ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და დაწერენ განცხადებას,რის შემდეგაც მოხდება მათი სიაში ჩამატება“-დასძენს გიორგი ფიფია.
მასალის გამოყენების პირობები