რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინის სასაზღვრო რაიონებში წვრთნების დაწყება გამოაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
"დღეიდან უკრაინის სასაზღვრო რაიონებში სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში ტაქტიკური ჯგუფების წვრთნები დაიწყო", - განაცხადა სერგეი შოიგუმ.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ავიაცია ფრენებს განახორციელებს სახელმწიფო საზღვართან ახლოს.
სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთი იძულებულია რეაგირება მოახდინოს აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ასეთ განვითარებაზე.
"მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ნაციონალური გვარდიის ქვედანაყოფები და "მემარჯვენე სექტორის" ექსტრემისტები მოქმედებენ", - აღნიშნა სერგეი შოიგუმ.
მასალის გამოყენების პირობები