შვიდი ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ოდესაში, ერთ-ერთ ბლოკპოსტზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელყუმბარა უცნობმა პირებმა ისროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მილიციის ექვსი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება და არ შეჩერდება.
მასალის გამოყენების პირობები