უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა და „შანტაჟი“. 24 აპრილს სატელევიზიო გამოსვლისას ტურჩინოვმა მოითხოვა, რომ რუსეთმა გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინის საზღვრიდან. უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცახდებით, უკრაინა „ტერორიზმის საფრთხის გამო უკან არ დაიხევს“.
24 აპრილს, რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნის დაწყების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები